მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ქორწილები

ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი დღეა ადამიანის ცხოვრებაში.

ხშირად ამ დღეს ცნობილი ადამიანები და მილიარდერები განსაკუთრებული ფუფუნებით აღნიშნავენ. გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილებს.

ლედი დაიანა და პრინცი ჩარლზი

1981 წლის 29 ივლისს გამართული ლედი დაიანასა და პრინც ჩარლზის ქორწილი, რომელსაც „საუკუნის ქორწილი“ უწოდეს, არც მეტი არც ნაკლები 110 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილში 3 500 სტუმარი იყო მიწვეული. პირდაპირ ეთერში 750 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი. წყვილი ერთმანეთს 1992 წელს დაშორდა.

ვანიშა მიტალი და ამიტ ფხატი

ინდური წარმომავლობის ბრიტანელი ბიზნესმენების ქორწილი 78 მილიონი დოლარი დაჯდა. ორივე მათგანი წარმატებული ბანკირია.

პრინცესა სალამა და შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდი

წყვილის ქორწილი 100 მილიონი დოლარი ღირდა, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ ქორწილი 137 მილიონი დოლარი დაჯდა. 7-დღიანი ქორწილისთვის მოროკოს პრინცესამ და მისმა მეუღლემ 20 000-ადგილიანი სტადიონი დაიქირავეს. წვილი 1981 წელს დაქორწინდა. ქორწილის დღეს პატარძლისთვის განკუთვნილი საჩუქრებით 20 აქლემი დაიტვირთა.

კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი

კემბრიჯის ჰერცოგინია კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილისთვის 34 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

ალექსანდრა კოკოტოვიჩი და ანდრეი მელნიჩენკო

სერბი მოდელისა და რუსი მილიარდერის ქორწილი 30 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილი საფრანგეთში გაიმართა, რომელზეც სტუმრად ბევრი ცნობილი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უიტნი ჰიუსტონი.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი

წყვილის ქორწილი 30 მილიონი დოლარი დაჯდა. მხოლოდ პატარძლის კაბა 500 000 დოლარი ღირდა.

პრია საჩდევი და ვიკრამ ჩატვალი

ინდოელი ვარსკვლავისა და ინდოელი მილიარდერის ქორწილი 10 დღე გაგრძელდა. ქორწილი წყვილს 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

პეტრა ეკლსტოუნი და ჯეიმს ტრიუკომი

ცნობილი ფოტომოდელის მამა მილიარდერია, რომელმაც შვილის ქორწილისთვის მილიონები არ დაიშურა. 2011 წელს რომში გადახდილი ქორწილი 20 მილიონი დოლარი დაჯდა. ქორწილში პეტრას ვერა ვონგის 100 000 დოლარად ღირებული კაბა ეცვა.

კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფისი

როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანი ძვირად ღირებული ქორწილების მომხრეა. მეორე ქორწილისგან განსხვავებით, ამერიკელ მსახიობს პირველი ქორწილი კრის ჰამფრისთან 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ივეტ პრიეტო და მაიკლ ჯორდანი

კუბელმა მოდელმა ივეტ პრიეტომ და ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა 2013 წელს 10 მილიონ დოლარად ღირებული ქორწილი გადაიხადეს. ქორწილში 300 სტუმარი იყო მიწვეული.

იხილეთ ფოტოგალერეა