ირაკლი კობახიძე - ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში პენსიებთან მიმართებაში დაპირების სახით კონკრეტული რიცხვები ჩაიდება

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში პენსიებთან მიმართებაში დაპირებების სახით ”კონკრეტული რიცხვები” ჩაიდება.

”ჩვენს პროგრამაში ჩაიდება დაპირება ყველა მიმართულებით, მათ შორის სოციალური მიმართულებით, რომელშიც გვაქვს განსაკურებული მიღწევები. განვაგრძობთ ძალისხმევას განსაკუთრებით ამ (პენსიების) მიმართულებით. მოსახლეობას ესაჭიროება სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, მათ შორის სათანადო საპენსიო უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით გაკეთდება ყველაფერი, რაც ხელისუფლებას ხელეწიფება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ პენსიების გაზრდის თაობაზე პარტიების მიერ გაცემული დაპირებები ”საარჩევნო ტრიუკია” და ამიტომ ”ქართული ოცნების” შეთავაზება საპენსიო სისტემის შექმნა იქნება, კობახიძის მტკიცებით, ”ბატონი დიმიტრის ეს განცხადება იყო კონტექსტიდან მოწყვეტილი”.