ლეონელ მესის საგადასახადო მაქინაციების განხორციელების გამო 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

არგენტინელ ფეხბურთელ ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. ბარსელონის სასამართლომ ლეონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ.

თავისუფლების აღკვეთის გარდა, ცნობილ სპორტსმენს ასევე, 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ბარსელონას სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა.