ჯონ კერიმ და გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

ჯონ კერიმ და გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ასევე, ხელი მოეწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

საქართველოს სახელით დოკუმენტებს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ხოლო შეერთებული შტატების სახელით - სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.