გიორგი კვირიკაშვილი - ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისთვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ განკარგულების პროექტს დაამტკიცებს.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მთავრობა ბაკურიანისა და დიდი მიტარბის პროექტის ფარგლებში, მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას იწყებს.

„ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება. იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას, რომლებიც იგეგმება, არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა.