მთავრობა დღეს საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიას დაამტკიცებს.პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნული დოკუმენტს მნიშვნელოვნი უწოდა და აღნიშნა, რომ მაკოორდინებელი უწყება ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსპორტის სფეროს სწორედ ეს უწყება კურირებს.

„რა თქმა უნდა, წამყვანი როლი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ექნება სხვა უწყებებსაც, უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიას და ა.შ. ეს სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ ახალ მიმართულებას. საქართველოში წარმატებული და მდგრადი, გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.