რა უნდა გაკეთდეს გაჭიანურებული ბიზნესდავების პრობლემის მოსაგვარებლად?

რა უნდა გაკეთდეს გაჭიანურებულ ბიზნესდავებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად - ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნული საკითხის მოგვარების გზებზე ამჯერად სასამართლო ხელისუფლებასთან იმსჯელეს. როგორც კერძო სექტორსა და უზენაესი და საქალაქო სასამართლოების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესდავების დროულად გადაწყვეტის ხელისშემშლელი ძირითადი ფაქტორები სპეციალიზებული მოსამართლეების სიმცირე და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობაა. შეხვედრაზე სასამართლო ხელისუფლებამ ბიზნესსექტორს პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზები, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში არსებული საბჭოს მომსახურება შესთავაზა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე