ბათუმში 15 ივლისს ჯაზფესტივალი Black Sea Jazz Festival იწყება

ბათუმში, 15 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით ჟაზური მუსიკის ყოველწლიური, ამჟამად რიგით მე-10 შავის ზღვის ჯაზფესტივალი Black Sea Jazz Festival გაიმართება.

კონცერტები ბათუმის ჩოგბურთის კორტებსა და კორტების გვერდით მდებარე კლუბ Take Five-ში ჩატარდება, 20:00 და 23:00 საათებზე. ღონისძიებას 15 ივლისს, 20:00 საათზე Quincy Jones & The Global Gumbo All Stars გახსნის და 24 ივლისს Macy Gray DJ Set დაასრულებს. თითოეულ კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 50 ლარია.

კონცერტების განრიგი:

15 ივლისი, 20:00 საათი, QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS - ჩოგბურთის კორტები; 23:00 საათზე, DJ LOGIC & Friends - კლუბი Take Five;

16 ივლისი, 20:00 საათზე, MILES ELECTRIC BAND - ჩოგბურთის კორტები; 23:00 საათზე, DJ LOGIC & Friends - კლუბი Take Five;

17 ივლისი, 20:00 საათზე Ms. LAURYN HILL - ჩოგბურთის კორტები; 23:00 საათზე, DJ LOGIC & Friends - კლუბი Take Five;

21 ივლისი, 20:00 საათზე, THE PRODIGY - ჩოგბურთის კორტები; 23:00 საათზე, SALIO - კლუბი Take Five;

22 ივლისი, 20:00 საათზე, RENEGADE BRASS BAND / JAMIE CULLUM - ჩოგბურთს კორტები; 23:00 საათზე, NIK WEST - კლუბი Take Five;

23 ივლისი, 20:00 საათი, NIK WEST / CHRIS BROWN - ჩოგბურთის კორტები;

24 ივლისი, 20:000 საათზე, MACY GRAY- ჩობრუთის კორტები; 23:00 საათზე, MACY GRAY DJ SET - კლუბი Take Five.