საკრედიტო რეიტინგების დაწევით Fitch-მა ახალი რეკორდი დაამყარა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 2016 წლის დასაწყისიდან სუვერენული საკრედიტო რეიტინგები ქვეყნების რეკორდულ რაოდენობას შეუმცირა.

სააგენტოს ცნობით, მსგავსი მონაცემები უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია ნავთობის დაბალ ფასებთან.

"როიტერის" ინფორმაციით, ქვეყნების უმეტესობა, რომლებსაც რეიტინგები შეუმცირდათ, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონს მიეკუთვნებიან. Fitch-ის 22-დან 10 ნეგატიური პროგნოზი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.

გარდა ამისა, ამ ათი ქვეყნიდან შვიდი სწორედ რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნაა, რომელსაც რეიტინგი იმის გამო შეუმცირდათ, რომ მათი ფინანსური სისტემა ჯერ კიდევ ვერ შეეგუა ნავთობის გაიაფებას.

მსგავსი ტიპის „რეკორდი“ 2011 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ მთელი წლის განმავლობაში Fitch-ის საკრედიტო რეიტინგი 20 ქვეყანას გაუუარესდა.

კოკა კვირკველია