ნავთობის ფასი თითქმის 5%-ით დაეცა

მსოფლიო ბაზარზე დაეცა ოქროს ფასიც

ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ნავთობის ფასი ერთბაშად თითქმის 5%-ით დაეცა.

„როიტერის“ ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 4,9%-ით შემცირდა და ბარელზე 46.40 დოლარი შეადგინა. თებერვლის შემდეგ პროცენტულად ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

4,8%-ით გაიაფდა აშშ-ის ნედლი ნავთობი, რომლის ფასმაც „ბარელზე“ 45.14 დოლარი შეადგინა.

მსოფლიო ბაზარზე ასევე გაიაფდა ოქროს ფასიც. ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე ოქრო 6,2 დოლარით, 0,45%-ით გაუფასურდა და უნცია ოქროს ფასმა 1361 დოლარს მიაღწია.