მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ეკონომიკურ მიმართულებას გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი უხელმძღვანელებენ

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ ეკონომიკური განვითარების მიმართულებას გიორგი პაპავა და ირაკლი ყიფიანი უხელმძღვანელებენ.

ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ მოიარეს მთელი საქართველო და ეკონომიკური პროგრამა საქართველოს მოსახლეობაზეა მორგებული.

„ჩვენ მოვიარეთ ყველა კუთხე და შევადგინეთ გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. ჩვენი ეკონომიკური განვითარების გეგმა მორგებულია ქვეყნის მოსახლეობაზე. ბედნიერი ვარ, რომ გუნდში მყავს უაღრესად მაღალი, კვალიფიციური იურისტ-ეკონომისტები. გიორგი პაპავა, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის დოქტორანტია და ირაკლი ყიფიანი, რომელიც ვენეციის უნივერსიტეტის დოქტორანტია“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.