მეორადი და უხარისხო ავტონაწილები, ჩამოწერილი საბურავები - სპეციალისტები ქართული ავტობაზრის მძიმე ვითარებაზე საუბრობენ

მეორადი და უხარისხო ავტონაწილები, ჩამოწერილი საბურავები - სპეციალისტები საქართველოს ავტობაზარზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. ექსპერტების განცხადებით, საქართველოში ძველი და კუსტარულად დამზადებული ავტონაწილები უკონტროლოდ შემოდის, რაც ავტოსაგზაო შემთხვევებს ზრდის, გარემოს კი აბინძურებს. პრობლემის გამომწვევ ძირითად მიზეზად მოძველებული ავტოპარკი სახელდება. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განცხადებით, მეორადი ავტონაწილებია გამოყენებული თბილისში მოძრავ სამარშრუტო ტაქსების ნაწილშიც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე