ბათუმი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი იაფი ფრენები დაიწყო

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალფასიანმა ავიახაზებმა Air Arbia-მ  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბაის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო.

პირდაპირი ფრენები დუბაი - ბათუმი - დუბაის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე შესრულდება. „ეარ არაბია“ ფრენებს კვირაში ორჯერ, 30 სექტემბრის ჩათვლით განახორციელებს.

ბათუმის გარდა, „ეარ არაბია“  პირდაპირ რეისებს დუბაის მიმართულებით თბილისიდანაც შეასრულებს.

”ეარ არაბია” 2014 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ახორციელებს ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. დღეისათვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს - „აირზენა“, „არკია“, „იანეარი“, „ბელავია“ და თურქული ავიახაზები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე