რატომ არის მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა გიორგი IV ლაშა-ს მონეტები

1205 წელს მეფე თამარი თანამოსაყდრედ თავის მცირეწლოვან ვაჟს, გიორგის, აცხადებს. "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი" მოგვითხრობს, რომ მას ლაშას უწოდებდნენ, რაც "განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა აფსართა ენითა". ლაშა გიორგი აგრძელებს შემთხვევითი ფორმისა და ზომა-წონის ფულის ნიშნების, მონეტების "არაწესიერად" მოჭრას. 1210 წელს მოჭრილ მონეტაზე "გიორგი ძე თამარისი", უკვე "მეფეთ-მეფეა" და "მესიის მახვილის" ტიტულს ატარებს. იშვიათობას წარმოადგენს ე. წ. "ფიგურული ცალები" ე.ი. მონეტები, რომლებსაც მოჭრამდე განსაკუთრებულიbpn მოხაზულობა ჰქონდა. მაგალითად: ნალის, თევზის, ფრინველის, შუბისპირის...

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონეტაზე გიორგი IV ლაშა, თავისი ჩამომავლობის ხსენებისას მიუთითებს თამარს, ე.ი. დედას ("ძე თამარისი") და არა მამის სახელს. ეს ორიგინალური და მსოფლიო ნუმიზმატიკისთვის უნიკალური მოვლენა შემდეგ აღარ გამეორებულა.

ლაშა გიორგის მონეტებს ფართო გავრცელება ჰქონდა. იმ მონეტების ცალები, ისევე, როგორც ფულადი განძი, უხვად ჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე, მის ყმადნაფიც ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებში.

სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

bpnAV. ქართული ზედწერილი: "გიორგი, ძე თამარისი. სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 430" (1210 წ.).

RV. არაბული ზედწერილი: "მეფე მეფეთა, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, გიორგი, ძე თამარისი, მესიის მახვილი". გარშემო სპარსული ზედწერილი: "სახელითა

უწმინდესის ღვთისა იჭედა ესე ვერცხლი წელსა 430" (1210 წ.).

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი