ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3391 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3391 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3391 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3302 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0089 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5880 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5823 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა.