ევროპაში ინტერნეტ რეკლამის გაყიდვების მხრივ ლიდერი დიდი ბრიტანეთია

2015 წელს ინტერნეტ რეკლამის გაყიდვების მხრივ ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი დიდი ბრიტანეთია.

სარეკლამო კვლევითი ორგანიზაცია IAB-ის comScore-ს და კომპანია IHS-ის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ინტერნეტ რეკლამების გაყიდვებმა გასული წლის განმავლობაში 11,8 მილიარდ ევროს მიაღწია.

ამავე კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს ბევრად ჩამორჩება მეორეადგილოსანი გერმანია, სადაც ინტერნეტ რეკლამის გაყიდვებმა 5,8 მილიარდი ევრო შეადგინა და საფრანგეთი 4,2 მილიარდი ევროთი. სამივე ქვეყნის შემოსავლებმა ჯამში, ევროპის სარეკლამო ბაზრის 60,1% შეადგინა.

პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ იტალია და ნიდერლანდები, შესაბამისად, 2,0 და 1,5 მილიარდი ევროთი.

რაც შეეხება სეგმენტებს, კვლევის მიხედვით, 2015 წელს საგრძნობლად - 17,2%-ით გაიზარდა მედია რეკლამის მოცულობა, რომელმაც 13,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, თანხობრივად ყველაზე დიდი წილი კონტექსტურ რეკლამაზე მოდის - 17 მილიარდი ევრო 12%-იანი ზრდით.

საერთო ჯამში, კვლევის ფარგლებში 27 ქვეყნის ბაზარი იქნა შესწავლილი.

bpn