ბრიტანული ფუნტი 2016 წლის ყველაზე ცუდ ვალუტად დასახელდა

ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 2016 წლის ყველაზე ცუდ ვალუტებს შორის ლიდერობს. ეს შედეგი კი მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყანამ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

მსოფლიოს წამყვან 31 ეროვნულ ვალუტას შორის ბრიტანულმა ფუნტმა ამ მაჩვენებლით არგენტინულ პესოს გაასწრო. ის ბრექსიტის შემდეგ 23 ივნისიდან მოყოლებული პრაქტიკულად ყოველდღიურად განაგრძობს გაუფასურებას ამერიკულ დოლართან მიმართებით და ამ მხრივ 1985 წლის ივნისის მინიმალურ ნიშნულს - 1,3-ს ჩამოცდა.

კოკა კვირკველია