ივნისში შაქარის ფასი მკვეთრად გაიზარდა

ივნისში სასაქონლო ნედლეულზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე შაქარი გაძვირდა.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში საკვები პროდუქტების ფასების ინდექსმა 163,4 პუნქტი შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია. შაქრის ფასის საშუალო ინდექსმა კი 276 პუნქტი შეადგინა, რაც 35,6%-ით მეტია მაისის თვესთან, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,8%-ით მეტია.

„შაქრის ფასის მკვეთრი ზრდა ბრაზილიაში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება, რაც ძირითადად წვიმიანი ამინდებით იყო განპირობებული“, - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე