თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დღეს გაიხსნება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გახსნის ღონისძიება დღეს გაიმართება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

”სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს სრულად განახლებული და მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომელიც ასევე აღჭურვილია მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქ-ტექნიკით. განხორციელებული სამუშაოები 70 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ურბან საქართველოს“ შორის გაფორმებული, განახლებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.