მაია რჩეულიშვილი - ბათუმის „მაგნოლია“ არის ჩემი შპს და თუ მოგება იყო, ბუნებრივია, თანხები აღებული იქნებოდა

ბათუმის „მაგნოლია“ არის ჩემი შპს და თუ მოგება იყო, ბუნებრივია, თანხები აღებული იქნებოდა, - ამის შესახებ მაია რჩეულიშვილმა თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რჩეულიშვილმა აღნიშნა, მას ბრალი წაუყენეს, თუმცა მისთვის ბრალის ფორმულირება ჯერჯერობით უცნობია, რადგან არ იცნობს საქმის მასალებს.

„920 ადამიანს აქვს გავლილი რეგისტრაცია. ხალხი დიდი ხანია ცხოვრობს, აქირავებენ და 500 დოლარი აქვთ შემოსავალი. მოხდება ალბათ გამოძიება და გამოძიების დროს გაიცვლება დოკუმენტაცია, მასალებს გამოაგზავნიან დღეს. ბათუმის „მაგნოლია“ არის ჩემი შპს. მეუბნებიან, რომ აღებულია თანხები. ჩემი შპს-დან თუ იყო მოგება, რასაკვირველია, თანხები აღებული იქნებოდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

„ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელი მის წინააღმდეგ საქმის წარმოებას პოლიტიკას უკავშირებს და პოლიტიკური მოტივებით ხსნის.

მაია რჩეულიშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ პროკურატურამ სასამართლოს მისი დაკავების მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა არ გაითვალისწინა, ვინაიდან მის წინააღმდეგ სხვა სამართალწარმოებაც მიმდინარეობს და ის მონაწილეობს სასამართლო სხდომებში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთი დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.