ქუთაისის მერია სოციალური საცხოვრისის მშენებლობას იწყებს

ქუთაისის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი ჩატარდა. კონკურსი 24 ივნისს გამოცხადდა. საბუთების მიღება დღეს 10 საათიდან დაიწყო და 12 საათზე დასრულდა.

დაფიქსირდა ერთი პრეტენდენტი - შპს ,,სანო“, რომელმაც დალუქული დოკუმენტაცია წარმოადგინა. წარმოდგენილი მასალების შესაბამისობა მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან შეფასდა წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით. შპს ,,სანო“-მ 2000კვ-ზე მეტი ფართი წარმოადგინა ნიკეას ქუჩაზე. შპს ,,სანო“-მ გაიარა პირველი ეტაპი. მეორე ეტაპზე მოხდება მის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადების დეტალური შეფასება.

სოციალური საცხოვრისის შენობა მერიას 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ჩაბარდეს. საცხოვრისის მშენებლობის შემდეგ სოციალური საცხოვრისით მოსარგებლე პირებს საზოგადოების სხვადასხვა სპექტრით დაკომპლექტებული კომისია შეარჩევს.