წიგნები ბიზნესზე, რომელიც ამ ზაფხულს უნდა წაიკითხოთ

ზაფხულის დასვენების დღეებში გარკვეული დრო კითხვას ყველამ უნდა დაუთმოს.

გთავაზობთ იმ ბიზნეს წიგნების ჩამონათვალს, რომელიც კარიერულ გზამკვლევად გამოგადგებათ და სამსახურისთვის მნიშვნელვან რჩევებს მოგცემთ.

"ორიგინალები" - ადამ გრანტი

ადამ გრანტი უორტონის უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორია და ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც სრული პროფესორის ხარისხი მოიპოვა. წიგნში გრანტი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ინოვაციურ მოაზროვნეებს მიმოიხილავს - დაწყებული მარტინ ლუთერ კინგით, დამთავრებული "გუგლის" დამაარსებლებით და გაგვაცნობს თუ რა ხდება ორიგინალების გონებაში.

”ო, მაგარია” - დევიდ ნოვაკი და კრისტინა ბურგი

როდესაც დევიდ ნოვაკმა KFC-ში ერთ-ერთი უფროსის პოსტი დატოვა, ამით უარი თქვა 125 ქვეყნის ბაზარსა და 41 000 რესტორანზე, რაც ჯამში 34 მილიარდ დოლარს უდრიდა. ნოვაკისა და ბურგის ერთობლივი წიგნი ”ო, მაგრია” დევიდ ნოვაკის კარიერაზე მოგვითხრობს და გვასწავლის ლიდერის მთავარ ფუნქციას: ”საუკეთესო რაც ლიდერმა შეიძლება გააკეთოს, უნდა დააფასოს კარგად შესრულებული სამუშაო”.

”როგორ გვქონდეს კარგი დღე” - კეროლაინ ვები

კეროლაინი საკონსულტაციო ფირმის Sevenshift-ს ხელმძღვანელია. წიგნში თავმოყრილია ავტორის 16-წლიანი კონსულტანტობის განმავლობაში კარიერული ზრდის მაგალითები. წიგნი სავსეა კარიერული რჩევებით, როგორ გვქონდეს პროდუქტიული შეხვედრები, როგორ ვითანამშრომლოთ გამაღიზიანებელ კოლეგასთან და ა.შ.

"ღრმა საქმე" - კელ ნიუპორტი

ნიუპორტის წიგნი გვიხსნის, თუ როგორ უნდა შევქმნათ ღრმა სამუშოს სესიები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშობის ხარისხი და ერთ საათში გავაკეთოთ საქმე, რომელსაც მანამდე  ერთ დღეს ვანდომებდით. 

"ეგო არის მტერი" - რაიან ჰოლიდეი

ბესტსელერების ავტორი რაიან ჰოლიდეი ისტორიიდან და ფილოსოფიიდან იღებს მაგალითებს და გვიქმნის სურათს, თუ როგორ უნდა ვმართოთ საკუთარი ეგო, გარდავქმნათ ის პროდუქტიულობის მომტანად და არა - ჩვენივე მტრად.

"გარდაუვალი" - კევინ კელი

კელი ჟურნალ Wired-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სილიკონის ველის ნამდვილი გურუა. თავის წიგნში კელი აღწერს მომავალს და საუბრობს იმაზე, როგორ შეცვლის ხელონური ინტელექტი მომავალს და რა გავლენა ექნება მას ეკონომიკაზე.

"მესამე ტალღა" - სტივი კეისი

AOL-ის დამაარსებელი კეისი თავის წიგნში აღწერს კომუნიკაციის და ცხოვრების დეტალებს, როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან და რაში ვხარჯავთ ცხოვრების წლებს. კეისის თხრობა დამაინტრიგებელია და საინტერესო ახლებურ ხედვას წარმოადგენს კარიერული განვითარების გეგმებთან მიმართებაში.