სნეპ ფიტნეს 24/7 აგრძელებს საქართველოში გაფართოვებას

სნეპ ფიტნეს 24/7 აგრძელებს საქართველოში გაფართოვებას.

კომპანიამ უკვე მეორე სპორტული დარბაზი გახსნა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე #29. პირველი დარბაზი 2015 წლის ნოემბერში გაიხსნა ა. ყაზბეგის #24, აქსის-შოპინგის შენობაში.

ორივე დარბაზი მთლიანად არის აღჭურვილი "ტექნოჯიმის" (Technogym) ახალი ტრენაჟორებით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო მწარმოებელია. მაგალითისთვის, "ტექნოჯიმი" არის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის პარტნიორიც და აღჭურვა მხოლოდ "ტექნოჯიმის" ტრენაჟორებით ხდება.

კომპანია სნეპ ფიტნეს 24/7-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ფაჩულია ამბობს, რომ მომხმარებელმა ადვილად მიიღო ის პროდუქტი, რასაც სნეპ ფიტნესი სთავაზობს და შედეგები ძალიან შთამბეჭდავია.

“სნეპ ფიტნესში ჩვენ მომხმარებელს შევთავაზეთ მაღალი კლასის სპორტ-დარბაზი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ამერიკაშიც იშვიათად შეხვდებით ასეთი კლასის დარბაზს. ჩვენ კლიენტებს, ასევე, ძალიან მოსწონთ ჯგუფური ვარჯიშების ფართო არჩევანი: სპინინგი, აერობიკა, ბოქსი, კროსფიტი – ეს ვარჯიშის პროცესს უფრო სახალისოს და გასართობს ხდის. ფასი ხელმისაწვდომია და ამანაც განაპირობა მომხმარებლის კეთილგანწყობა, ჩვენთან ერთი თვის საწევრო 119 ლარი ღირს. 119 ლარად მომხმარებელს დარბაზის ულიმიტოდ სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სადაც ჯგუფური ვარჯიშებიც შედის. სნეპ ფიტნესი 24/7 საერთაშორისო კომპანიაა და ამ ბრენდის ქვეშ 18 ქვეყანაში 2000-მდე სპორტული დარბაზია გახსნილი. საქართველოში სნეპ ფიტნესი ფრანჩაიზის ხელშეკრულების საფუძველზე შემოვიდა; ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია 10 დარბაზის გახსნა ქვეყნის მასშტაბით.

(R)