ვახტანგ რჩეულიშვილი: ”ცენტრ-პოინტის” წინააღმდეგ საქმის აღძვრის უკან არჩილ კბილაშვილი დგას”

ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, მისი ქონების მისათვისებლად მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა წამოიწყო.

ამის შესახებ ვახტან რჩეულიშვილმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, „ცენტრ პოინტის“ წინააღმდეგ საქმის აღძვრის უკან არჩილ კბილაშვილი დგას. დავაში ჩართული არიან სხვა კორპუსში მცხოვრები პირები, რომელთა წინაშეც კომპანიას პასუხისმგებლობა არ აქვს აღებული.

”დამთავრებულ ობიექტზე რომ მეტყვი 500 ადამიანია დაზარალებული, რაზე უნდა ვილაპარაკო?! მედავებიან სხვა კორპუსის მცხოვრებლები. ყველაფერი ეს კბილაშვილის წამოწყებულია, რამაც შესაძლოა დაღუპვამდე მიიყვანოს ”ცენტრ პოინტი”, - აცხადებს რჩეულიშვილი.

მისივე თქმით, კომპანია მოსახლეობას ბინებს აუცილებლად ჩააბარებს.

”ჩვენი მთავარი მიზანი არის, მოსახლეობას ბინები ჩავაბაროთ. პრაქტიკულად, მიღწეულიც მაქვს. სულ რომ თავი გაიგიჟოს ამ ხელისუფლებამ და არც არაფერი მომცენ, მე ჩემსას მაინც მივაღწევ და გავაკეთებ”, - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.