„სამსუნგის“ ბოლო მოდელი წყალგაუმტარი არ აღმოჩნდა

„სამსუნგის“ ახალი მობილური ტელეფონის რეკლამა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოდელი ”წყალგამძლე ანდროიდია”, მომხმარებელს ატყუებს.

განცხადებას ამის თაობაზე პროდუქტების შემფასებელი საიტი Consumer Reports ავრცელებს.

საიტის ინფორმაციით, ახალი Galaxy S7-ს მოდელებმა წყალგაუმტარობაზე ტესტის გავლა ვერ შეძლეს.

„ახალი „სამსუნგისთვის“ რეკომენდაციის გაწევა შეუძლებელია, რადგან ის ვერ ადასტურებს კომპანიის მტკიცებულებებს, რომ წყალში ჩავარდნის შემთხვევაში არ ზიანდება“, - ნათქვამია Consumer Reports-ის განცხადებაში.

საიტის ცნობით, მას შემდეგ რაც ნახევარი საათი მოდელი წყალქვეშ იმყოფებოდა, სმარტფონის ეკრანი გამწვანდა და ბრძანებებს აღარ იღებდა. გადამოწმების მიზნით, ორგანიზაციამ მეორე ტესტირება ჩაატარა იგივე მოდელის სხვა ტელეფონზე და იქაც მსგავსი შედეგი მიიღო.

ორგანიზაციის დირექტორი მარია რერეჩიჩი აღნიშნავს, რომ „სამსუნგის“ ტექნიკა ყოველთვის ასახავს იმ ხარისხს, რასაც მომხმარებელს ჰპირდება და ეს შემთხვევა, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

თავად „სამსუნგის“ განცხადებით,  S7 ტიპის ყველა ტელეფონი შექმნილია ისე, რომ გაუძლოს 5-დან 30 ფუტ წყლის სიღრმეში ჩავარდნას და არ დაზიანდეს.