მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი გორში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე

8 ივლისს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯიმ, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, მონაწილეობა მიიღო გორში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაში, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით და მერსი ქორფსის (Mercy Corps) ორგანიზებით ჩატარდა.

გამოფენას ესწრებოდნენ 30-მდე სასოფლო-სამეურნეო სერვისის მომწოდებელი კომპანია, 100-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სასოფლო-სამეურნეო გამოფენასთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსება ჩვენი კომპანიის წამყვანი მიმართულებაა, ამიტომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ რეგიონალურ განვითარებას და რამდენიმე ახალი ფილიალი გავხსენით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის გორშიც. ჩვენი მონაწილეობა ამ გამოფენაში კიდევ ერთი დასტურია ჩვენი კომპანიის მისწრაფებისა, უფრო ახლოს ვყოფილიყავით ფერმერებთან. ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ რეგიონში წვრილი ფერმერული მეურნეობებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ეს კი თავის მხრივ მეწარმეობის განვითარებისა და ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველია. ეს რეგიონი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია და ამიტომ არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. მათ შორის კამპანიას „ბიაიჯი ფერმერებისთვის“. ეს კამპანია მოიცავს ფერმერებისთვის როგორც სპეციალური ტრენინგების შეთავაზებას მოწვეული აგრონომის დახმარებით, ასევე გაზეთ „აგრომანის“ გამოშვებას აგრარული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. გაზეთის 70 000 ეგზემპლარი ჩვენი თანამშრომლების მეშვეობით ვრცელდება რეგიონებში.

ბიაიჯი მომავალშიც გააგრძელებს ფერმერებისთვის სპეციალური პროექტების განხორციელებას და მსგავსს გამოფენებში მონაწილეობის მიღებას.“

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200-მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)