რეკლამის გურუების გამონათქვამები რეკლამაზე

„რეკლამის მამად“ აღიარებული დევიდ ოგლივის,  ამერიკის სარეკლამო ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ლეო ბარნეტისა და მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო კამპანიის ავტორის ულიამ ბერნბახის გამონათქვამებზე მსოფლიოს უამრავი რეკლამისტი გაიზარდა.

გთავაზობთ დევიდ ოგლივის, ლეო ბერნეტისა და სხვა ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს რეკლამის შესახებ.

დევიდ ოგლივი:

როცა რეკლამის შესახებ ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამა ცუდია. როცა პროდუქტის შესახებ ლაპარაკობენ, ნიშნავს, რომ რეკლამა კარგია.

როგორც წესი, დიდი იდეები მარტივი იდეებია.

რეკლამის მიზანი ის კი არ არის, რომ მომხმარებელი გაართოს, არამედ ის, რომ პროდუქტი მიჰყიდოს მას.

ნურასდროს შექმნის ისეთ რეკლამას, რომელიც არ გინდათ, რომ თქვენი ოჯახის წევრებმა ნახონ. თუ თქვენი ოჯახის მოტყუება არ გინდათ, ნურც ჩემსას მოატყუებთ.

ეფექტურ რეკლამაში დაბანდებული ერთი მილიონი უფრო მეტს ჰყიდის, ვიდრე არაეფექტურში ჩადებული 10 მილიონი.

კლოდ ჰოპკინსი

სარეკლამო საქმის ცნობილმა პიონერმა და გაყიდვების გენიოსმა კლოდ ჰოპკინსმა საკუთარი გამოცდილება ორ წიგნად „ჩემი ცხოვრება რეკლამაში“ და „სამეცნიერო რეკლამა“ გამოსცა. დევიდ ოგლივი მის წიგნზე ამბობდა - თუ 7-ჯერ მაინც არ გაქვთ ეს წიგნი წაკითხული, რეკლამის კეთებას თავი დაანებეთო.

რეკლამაში მომუშავეებს ავიწყდებათ თავისი როლი. მათ ავიწყდებათ, რომ გამყიდველები არიან და ცდილობენ რეფორმატორობას. გაყიდვების ნაცვლად ისინი ეძებენ აპლოდისმენტებს.

ხშირად სათაურის უბრალო ცვლილება რეკლამის ეფექტურობას 5-10-ჯერ ზრდის.

ერთი გამყიდველის შეცდომა არცთუ ისე ძვირი ღირს. გამოქვეყნებულ რეკლამაში დაშვებული შეცდომა ათასჯერ უფრო ძვირი გიჯდება.

ლეო ბერნეტი

აშშ-ის „დიდი დეპრესიის“ პერიოდში, როდესაც ლეო ბერნეტმა საკუთარი სარეკლამო სააგენტოს შექმნა გადაწყვიტა, ახლობლებმა სიცილით უთხრეს, რომ ჭკუიდან შეიშალა და ექვს თვეში ქუჩაში ვაშლების გაყიდვით დაიწყებდა ფულის შოვნას. ბერნეტმა უპასუხა - ნურას უკაცრავად, ვაშლებს უფასოდ დავარიგებ. დღეს ბერნეტის სააგენტო ყოველწლიურად 750 000 ვაშლს არიგებს.

„ნებისმიერი ორიგინალური რეკლამის საიდუმლო არა ახალ სიტყვებსა და სურათებშია, არამედ ნაცნობი სიტყვებისა და სურათების ახალი ურთიერთკავშირის შექმნაში“.

„რეკლამა ეს არის შესაძლებლობა, გრძნობდე და გადასცემდე ბიზნესის გულისცემას სიტყვებით და ქაღლდზე“.

„უბრალოდ, შექმენით კარგი რეკლამა და ფული თავისით მოვა“.

უილიამ ბერნბახი

ლეგენდარული ფიგურა ამერიკული რეკლამის ისტორიაში. არის სააგენტო Doyle Dane Bernbach-ის დამფუძნებელი და მე-20 საუკუნის საუკეთესო სარეკლამო კომპანია Think Small-ის ავტორი, რომელიც „ფოლქსვაგენ ბიტლისთვის“ დამზადდა.

„რეკლამა არ არის ზუსტი მეცნიერება. ეს არის შთაგონება. შთაგონება კი ხელოვნებაა“.

„გრანდიოზული სარეკლამო კამპანია მხოლოდ დააჩქარებს ცუდი პროდუქტის წარუმატებლობას. ასეთი კამპანიის დროს უფრო მეტი მომხმარებელი შეიტყობს, რომ პროდუქტი არ ვარგა“.

„ქაღალდზე თქვენს მიერ დაწერილმა თითოეულმა სიტყვამ, სიმბოლომ ზუსტად უნდა გამოხატოს ის გზავნილი, რისი მიტანაც მომხმარებელთან გინდათ“.

„თუ თქვენი რეკლამა სხვებისგან არ განსხვავდება, ეს თვითმკვლელობის ტოლფასია“.