ამბროლაურში  წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანია შეიქმნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი ახალი კომპანია შეიქმნება.

"ეს არის შპს „იწის წყალი“, რომელიც ამბროლაურში ითვალისწინებს ახალი წყლის ჩამომსხმელი კომპანიის შექმნას. მინიმუმ 233 000 ლარის ინვესტიციის განხორცილებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაჭაში ახალი საწარმო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნება.