22 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც თავს ძიძობით ირჩენს

პეტრე სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია.

უყვარს ხატვა, კულინარია და ბავშვები. ძიძად მუშაობის დაწყების სურვილი ერთი წლის წინ გაუჩნდა. ვაკანტურ ადგილს თავიდან მეგობრების წრეში ეძებდა. როცა ასეთი არ აღმოჩნდა, განაცხადის გაკეთება საჯაროდ გადაწყვიტა. პეტრეს განცხადებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძიძას განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს. მთავარია, ბავშვის ასაკი ერთ წელს აღემატებოდეს, ანაზღაურება კი იმდენს შეადგენდეს, რომ მეოთხე კურსის სტუდენტმა თავის რჩენა შეძლოს. თავად დამსაქმებელს კი პროფესიონალიზმსა და განსაკუთრებულ მიდგომას სთავაზობს.

წყარო: palitratv.ge

ავტორი: ეკა მელიქიძე

ოპერატორი: ლაშა სამადალაშვილი

მონტაჟი: გოგა ოსეფაშვილი