მსოფლიოში პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად მომხმარებელთა 30% დაზარალდა

ბოლო 5 წლის განმავლობაში პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტების შედეგად მსოფლიო მასშტაბით მომხმარებლის 30% დაზარალდა.

ასეთია ერთობლივი კვლევის შედეგები, რომელიც ანალიტიკურმა კომპანიებმა, ACI Worldwide და Aite Group-მა მოამზადეს.

კვლევის თანახმად, 2015 წელს პლასტიკური ბარათებით თაღლითობის მსხვერპლი აღნიშნული პროდუქტის მომხმარებელთა 17% იყო, რაც 4%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

თაღლითობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მექსიკაში (56%), მეორე ადგილზეა ბრაზილია (49%), მესამეზე - აშშ (47%).

"მსგავსი შემთხვევების მიზეზი შესაძლოა უყურადღებოდ დატოვებული და დაუბლოკავი მობილური ტელეფონი იყოს, რადგან დღეს მობილური ტელეფონებით საბანკო ოპერაციებს სულ უფრო და უფრო ხშირად ახორციელებენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზად შეიძლება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პირადი მონაცემებიც დასახელდეს", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის თანახმად, ყველაზე წინდაუხედავები ტაილანდის მცხოვრებლები არიან, სადაც მომხმარებლის 36% სმარტფონებს ბლოკის გარეშე ტოვებს. ესპანეთში ასეთი ადამიანების რაოდენობა 29%, ბრაზილიაში კი 27%-ია.

ევროპულ ქვეყნებში პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტები გაცილებით უფრო ნაკლებიაა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა EMV-ბარათებს იყენებს.

სტატისტიკის თანახმად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 29%, იტალიაში 27%, ესპანეთში 26%, გერმანიაში კი 18%-ია.

ოცეულში ბოლო სამ ადგილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებლით მოხვდნენ შვედეთი (14%), ნიდერლანდები (14%) და უნგრეთი (9%).

კვლევა მსოფლიოს 20 ქვეყანაში ჩატარდა.