რომან გოცირიძე - სწორია ევროპის ქვეყნების ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმებზე მუშაობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის "ფეისბუქზე" განთავსებულ პოსტს.

"ცუდი ამბები მოხდა თურქეთში. ამას ღრმა შედეგები ექნება თურქეთის შიდა და საგარეო ცხოვრებაში. რა მოხდებოდა, რომ დღეს თურქეთს ჰქონოდა ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა და პროცესები უფრო დრამატულად წარმართულიყო? აივსებოდა ევროპა თურქეთიდან წამოსული მილიონობით ადამიანით.

სწორია ევროპის ქვეყნების ხელისუფლება, რომ უვიზო მიმოსვლის სწრაფი შეჩერების მექანიზმებზე მუშაობს.

ჩვენი ბრალი ის არის, რომ ხელისუფლების არადემოკრატიულმა ქმედებებმა (რუსთავი 2 და სხვა), დაგვაკარგვინა დრო, გამოიწვია უნდობლობა. ამასობაში თურქეთსაც და კოსოვოსაც გაუჩნდათ უვიზო მიმოსვლის პრეტენზიები და საომარ მდგომარეობში მყოფი უკრაინაც წამოგვეწია. აღმოვჩნდით 150 მილიონი უვიზო მიმოსვლის მსურველთა კომპანიაში.

თურქეთი დიდი ხნით დაემშვიდობება ამ იდეას.

საკმარისია მცირე არეულობა საქართველოში წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ (ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისევ რუსთავი 2 გახდეს) და დამთავრდება ჩვენი ოცნებაც", - წერს რომან გოცირიძე.