თურქეთი საქართველოსთვის რიგით მეორე ინვესტორი ქვეყანაა

თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 11% თურქეთის წილად მოდიოდა. თურქეთი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორია საქართველოსთვის და მასზე ჩვენს ქვეყანაში შემოსული პროდუქციის 16% მოდის. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, თურქეთი აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა და აღნიშნულ პერიოდში თურქეთიდან საქართველოში 57 დოლარის მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა. რაც შეეხება თურქეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობას, თურქეთი იმ 11 ქვეყანას შორისაა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის. ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში თურქეთიდან საქართველოში 7,8 მილიონი დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა.

თურქული მედიის ცნობით, დაახლოებით 200 ჯარისკაცი გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა. საერთო ჯამში, დაკავებულთა რაოდენობა 1600-მდე გაიზარდა.