თურქეთ-საქართველოს შორის იმპორტ-ექსპორტი ამ დროისთვის შეუფერხებლად ხორციელდება

საქართველოში თურქეთიდან პროდუქტის იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს საქართველოში თურქეთიდან პროდუქციის ექსპორტი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, სარფის საბაჟოზე დაწესებული შეზღუდვები თურქეთის მიმართულებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე ვრცელდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 161-მდე, დაშავებულთა - 1 440-მდე, ხოლო დაკავებულთა 2 639-მდე გაიზარდა.