სარფის, კარწახისა და ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

საბაჟო გამშვები პუნქტები: "სარფი", "კარწახი" და "ვალე" ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, - აღნიშნულის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან არსებული საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,სარფი", ,,კარწახი" და ,,ვალე" ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადების ტექსტში.