მალაიზიის ავიახაზები MH17-ის დაღუპული მგზავრების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის

ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზები“ 2014 წელს უკრაინაში ჩამოგდებული MH17-ის ავიარეისის დაღუპული მგზავრების ოჯახებს კომპენსაციას გადაუხდის.

საერთაშორისო ნორმების თანახმად, „მალაიზიის ავიახაზები“ ვალდებულია, თითოეული დაღუპულის ოჯახს კომპენსაციის სახით 130 000 ევრო გადაუხადოს.

ჰოლანდიის პროკურატურის განცხადებით, პროკურატურა კვლავ ელის რუსეთის მხრიდან ინფორმაციას MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ბოინგ777-მა კატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში განიცადა. თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა - 298 მგზავრი დაიღუპა.