თურქეთში, გასულ კვირას სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ქვეყნის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში დღეს მცირედით გამყარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დღეს ლირა დოლართან მიმართებაში 2,1%-ით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.9575 ლირა შეადგინა.
თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე 2,5%-ით დაეცა ქვეყნის საფონდო ინდექსი Borsa Istanbul 100.
16 ივლისს რამდენიმე საჯარისო დანაყოფმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა. ამბოხს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.