ეკონომიკის ექსპერტებმა ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტები დაათვალიერეს

ეკონომიკის ექსპერტებმა კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების ობიექტები დაათვალიერეს.

როგორც  კომპანიაში განაცხადეს, ტურის ფარგლებში, სტუმრებმა, ღრმაღელეს საფილტრე სადგური და წყლის ხარისხის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც წყლის ანალიზი 24- საათიან რეჟიმში კეთდება.

მათივე ცნობით, ექსპერტებმა ასევე საგურამოს სატუმბო სადგური, ნატახტრის წყალშემკრები ნაგებობა, მისაქციელის საინფილტრაციო მოედნები, ჟინვალის წყალსაცავი და ახალი ჰიდროელექტროსადგურის - „საგურამოჰესის" მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს, რომლის დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშია დაგეგმილი.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მხრიდან ეკონომიკის ექსპერტების ვიზიტს კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, კომუნიკაციისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორი ეკატერინე ბერიძე, ოპერაციების მართვის დირექტორი მამუკა კიკალიშვილი, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი თამარ ნიკურაძე და კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიმდინარეობისას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობამ ეკონომიკის ექსპერტებს კომპანიის სამომავლო გეგმები და საინვესტიციო პროექტები გააცნო.