ნოდარ ხადურმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა დაათვალიერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა დაათვალიერა , რომელიც 23 ივნისს მოვარდნილი ღვარცოფის გამო ადიდებულმა თერგმა დააზიანა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ნოდარ ხადური ადგილზე გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას, შეხვდა მებაჟე ოფიცრებს და მათგან მოისმინა ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა მგზავრებსა და სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, ასევე, დაათვალიერა აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობა.