ბათუმში „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალის გახსნის ცერემონია გაიმართება

ბათუმში, ხვალ „თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალის გახსნის ცერემონია გაიმართება.

„თეგეტა მოტორსის” ცნობით, მომხმარებელს საშუალება ექნება „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლოს.

როგორც ”თეგეტა მოტორსში” აცხადებენ, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა.

განახლებული ფილიალის ოფიციალური გახსნის ცერემონია ხვალ, 18:00 საათზე გაიმართება.