ევროპაში ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯებით ირლანდია ლიდერობს

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროპაში ინტერნეტ რეკლამების დანახარჯები ყველაზე მეტად ირლანდიაში გაიზარდა.

IAB Europe-ის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ირლანდიაში ონლაინ რეკლამაზე დანახარჯები 29%-ით გაიზარდა, მთლიანად დიდ ბრიტანეთში კი 16,9%-ით.

ირლანდიის საერთაშორისო სარეკლამო ბიუროს აღმასრულებელი დირექტორის სიუზან მაკელიოტის განცხადებით, ქვეყანაში ონლაინ რეკლამაზე დანახარჯების ზრდას ხელი შეუწყო მობილური და ვიდეო რეკლამების ზრდამ.

IAB-ის მონაცემებით, ინტერნეტ რეკლამაზე დანახარჯების ზრდის მხრივ მეორე ადგილზე ბულგარეთია, სადაც გასულ წელს რეკლამის ამ სახეობაზე დანახარჯების ზრდამ 22,3% შეადგინა, მესამეზე კი პოლონეთი 21,8%-იანი ზრდით.

პირველ ათეულში ასევე არიან სლოვენია (21,6%), სლოვაკეთი (20,4%), შვედეთი (20%), თურქეთი (19,7%), შვეიცარია (18,7%), ხორვატია (18,2%) და ესპანეთი (18%).