საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით შეამცირა

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017-2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა.

ფონდის განახლებული პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა წელს მოსალოდნელი 3,2%-ის ნაცვლად, 3,1%-იან ზრდას დააფიქსირებს. 20017 წელს კი ეს მაჩვენებელი მოსალოდნელი 3,5%-ის ნაცვლად 3,4%-ს შეადგენს.

ამასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული პროგნოზის გადახედვა კვლავ გახდება საჭირო.

გაუარესდა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის პროგნოზიც, კერძოდ, ქვეყნის მშპ წელს მოსალოდნელი 1,9%-ის ნაცვლად 1,7%-იან ზრდას დააფიქსირებს, მომავალ წელს კი - მოსალოდნელი 2,2%-ის ნაცვლად მხოლოდ 1,3%-ს.

რაც შეეხება ევროზონას, 2017 წელს ევროზონის ქვეყნების მშპ 1,4%-ით გაიზრდება, მაშინ როცა აპრილის პროგნოზით, ეს მაჩვებელი 1,6% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ „ბრექსიტის“ შედეგები გავლენას მოახდენს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთზე.