ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3480 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3480 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3459 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0021 ლარი შეადგინა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.5861 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5939 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.