როგორ გამოიყურება ერდოღანის სასახლე (+ფოტოგალერეა)

სასახლე, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე ემინე ერდოღანი ცხოვრობენ, 500 მილიონი ფუნტი ღირს და 1 100 ოთახისგან შედგება.

სასახლეში გაკრული აბრეშუმის შპალერის ერთი ხვეული კი 2 000 ფუნტი ღირს.

2014 წელს, როდესაც ერდოღანმა მდიდრული სასახლე აიშენა, განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო თურქეთის მსოფლიო არენაზე წარმოსაჩენად.

„დეილი მეილის“ ცნობით, „თეთრ სასახლეში“ მცხოვრები პირველი ლედი განთქმულია შოპინგის სიყვარულით. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ნახევარიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და დღეში 3 ფუნტის ამარაა, ერდოღანის მეუღლე მხოლოდ ერთ კილოგრამ ჩაიში 1 500 ფუნტს იხდის, ჩაის მოოქროვილი ჭიქა კი 250 ფუნტი ღირს.

ბრიუსელში მორიგი ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის მეუღლემ ერთ-ერთი სავაჭრო მოლი მთლიანად დაახურინა თავისი სურვილისთვის, პოლონეთში ვიზიტისას კი 37 000 ფუნტი დახარჯა ანტიკვარების შესაძენად.

„ფორბსის“ მონაცემებით, 62 წლის ერდოღანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც 42,2 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

იხილეთ ფოტოგალერეა