რას ითხოვს ბიზნესი მთავრობისგან?

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ხელისუფლების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა აქვს.

ამის შესახებ ჭყონიამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

,,პირველი - სასამართლო სისტემა უნდა იყოს სწორი, ერთი ადამიანი არ უნდა იჩაგრებოდეს სხვის ხარჯზე. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის სტაბილურობა. ხშირად საუბრობენ, საქართველო ძალიან ლამაზი ტურისტული ქვეყანაა, მთებით, ზღვით და ასე შემდეგ. სხვაგან რა, არ არის? კარგია 18%-ით ტურისტთა რაოდენობის ზრდა, მაგრამ ერთ ადგილზე არ უნდა გავჩერდეთ. საქმე ისაა, შეგვიძლია თუ არა 50%-მდე გაზრდა”, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ინვესტორების მოზიდვისთვის ქვეყანაში მიმზიდველი საგადასახადო კოდექსი უნდა არსებობდეს.

,,უნდა იყოს კონკრეტიკა, მოსალოდნელ ცვლილებებზე არ უნდა მიმდინარეობდეს წინასწარ დიდი დისკუსია. მოამზადონ შედეგის სწორი გაანგარიშება, მერე განაცხადონ. სავარაუდო მოლოდინები ინვესტორებს და ბიზნესს აფერხებს”, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

იხლეთ გადაცემა "360 გრადუსის" სრული ვერსია