საქართველოში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

მომდევნო ორი თვის განმავლობაში ირანი დაასრულებს პროექტზე მუშაობას, რომელიც საქართველოში ირანული გაზის ექსპორტს ითვალისწინებს.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ამის შესახებ ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის მმართველმა დირექტორმა ალირეზა კამელიმ განაცხადა.

მისი თქმით, თეირანში აღნიშნულ პროექტს ძალზე სერიოზულად ეკიდებიან.

ალირეზა კამელის ცნობით, ირანი საქართველოში გაზის ექსპორტის განხორციელებას აპირებს სასაზღვრო სოფელ ნურდუზში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურით, რომელიც გამოიყენება ასევე, ირანული გაზის სომხეთში ტრანზიტისთვის.

როგორც ირანული მედია წერს, ალირეზა კამელიმ განაცხადა, რომ აღნიშნული სადგურის გამტარიანობა აღემატება სომხეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობას, ამიტომ აღნიშნული ობიექტი გამოიყენება საქართველოსთვის გაზის მისაწოდებლადაც.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე