კურორტ თეთნულდზე საბაგიროს მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება

კურორტ თეთნულდზე საბაგიროს მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია. შესაბამისად, მთავრობამ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თეთნულდზე კიდევ რამდენიმე საბაგირო ასაშენებელია. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ძალიან მოკლეა იქ მშენებლობის პერიოდი. რამდენჯერმე გვქონდა ტენდერი გამოცხადებული, სამწუხაროდ, არავინ მიიღო მონაწილეობა. ამიტომ დღეს, ჩვენ გამარტივებული შესყიდვა გამოვიტანეთ იმისთვის, რომ სეზონზე დავამთავროთ მშენებლობა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.