გადამზიდავი კომპანიები VS "კორპორაცია ფოთის პორტი" - ბრალდებები, რომლებსაც პორტს უყენებენ

სატერმინალო და ლოგისტიკური მომსახურების კომპანიები კვლავ "კორპორაცია ფოთის პორტის" წინააღმდეგ გამოდიან. ამჯერად საქმე პორტის მიერ საზღვაო ხაზებისთვის საოპერაციო ბარიერების შექმნასა და მათ დაჯარიმებას ეხება. როგორც გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, ფოთის პორტი საზღვაო ხაზებს აიძულებს, მომსახურება პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში მიიღონ. 1-ლი ივლისიდან "ეი პი ემ ტერმინალსის" გადაწყვეტილებით, კონტეინერების საპორტო და სატერმინალო მომსახურების ინტეგრირებული ტარიფები უნდა ამოქმედებულიყო. აღნიშნული გადაწყვეტილების ამოქმედება კონკურენციის სააგენტომ ფოთის პორტის საქმიანობის მოკვლევის დასრულებამდე შეაჩერა. როგორც გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, ცვლილებების შედეგად პორტის მონოპოლიური მდგომარეობა კიდევ უფრო გამყარდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე