პრობლემები, რომლებსაც ავეჯის მიმწოდებელი კომპანიები ტენდერებში მონაწილეობისას აწყდებიან

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ბიზნესსექტორთან შეხვედრების ფარგლებში ტენდერებში მონაწილე ავეჯის პროდუქციის მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა უწყების ხელმძღვანელს ტენდერებთან დაკაშირებული პრობლემური საკითხები გააცნო. მიმწოდებელი კომპანიები მთავარ პრობლემად ანგარიშსწორების ვადებთან და დემპინგურ ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს ასახელებენ. ამასთან, ბიზნესსექტორის შეფასებით, პრობლემურია ის ფაქტიც, რომ შავ სიაში მყოფი კომპანიების წარმომადგენლებისთვის ტენდერებში მონაწილეობის მიღებაზე გარკვეული ვადით შეზღუდვა არ მოქმედებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე