Airbus მსოფლიოს უმსხვილესი ავიალაინერის წარმოებას შეამცირებს

მსოფლიოს წამყვანი საჰაერო ხომალდების მწამროებელი კომპანია Airbus ხომალდებს შორის ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავის A380-ის წარმოების შემცირებას გეგმავს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2017 წელს კომპანია მსგავსი ხომალდების მხოლოდ 20 ერთეულს გამოუშვებს, 2018 წელს კი წელიწადში 12 ეგზემპლარს.

კომპანიის განცხადებით, წარმოების შემცირება დაკავშირებული მასზე მოთხოვნის სიმწირით. ლაინერების ერთადერთ მსხვილ შემკვეთად ამ დრომდე რჩება მხოლოდ ავიაკომპანია Emirates. ამერიკულ კომპანიებს მიმდინარე წელს A380-ის არც ერთი ერთეული არ შეუძენია, ხოლო იაპონურმა საავიაციო კომპანიებმა რომლებიც ტრადიციულად გამორჩეულები არიან დიდი ზომის თვითმფრინავების სიყვარულით, წელს მხოლოდ რამდენიმე შეიძინეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ A380-ის წარმოების სრულად შეჩერება არ განიხილება.

კოკა კვირკველია