ფრანსუა ოლანდი - ბრიტანეთი ან ევროკავშირიდან შეუზღუდავ იმიგრაციას უნდა დათანხმდეს, ან ბაზარზე ხელმისაწვდომობა დაკარგოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი დიდი ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოუწოდებს, აირჩიოს, დარჩება „ევრო ბაზარზე“ თუ გაერთიანებული სამეფოსთვის საემიგრაციო შეზღუდვები დაწესდება.

ფრანსუა ოლანდმა გუშინ, პარიზში, მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიტანეთი ან ევროკავშირიდან შეუზღუდავ იმიგრაციას უნდა დათანხმდეს, ან ბაზარზე ხელმისაწვდომობა დაკარგოს.

„არ შეიძლება იყოს საქონლის თავისუფალი მიმოსვლა, კაპიტალის თუ მომსახურების თავისუფალი გადაადგილება იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება ადამიანთა თავისუფალი გადაადგილება... დიდი ბრიტანეთის ასარჩევია: ან დარჩეს ბაზარზე და უზრუნველყოს გადაადგილების თავისუფლება ან ჰქონდეს განსხვავებული სტატუსი“, - განაცხადა ოლანდმა.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=8904